10:11 - 23 Nov, 2026
|
2021-06-23 19:24:09, 880 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - ვიხილეთ ვიდეო ფაქტები, რომ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც გიორგი გახარიაც არის
„ვიხილეთ ვიდეო ფაქტები, რომ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე გიორგი გახარია არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის შეხვედრაც შედგა. „ჩვენ ვიხილეთ ფაქტები, მათ შორის, ვიდეო ფაქტები, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე გიორგი გახარია არის და მათ შორის სავარაუდოდ, შედგა შეხვედრა. ეს ადასტურებს ერთ რამეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას გადადგომა აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", მისი დაბრუნება პოლიტიკაში აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას", ეს წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ის ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დემოკრატებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.
Politico: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ევროპაში ფრთხილ ოპტიმიზმს იწვევს
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



