|
2021-06-21 23:43:13, 1495 ნახვა
კომენტარი
ილია ელოშვილი: წლის ბოლომდე დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას 90-95%-ით მოვაგვარებთ
დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის მიერ 33 ობიექტზე უკვე გაიცა რეკომენდაცია და ნებართვების აღების პროცესი მიმდინარეობს. როგორც მან თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ანგარიშზე აღნიშნა, 33 ობიექტიდან 18 მისამართზე სამშენებლო პროცედურები უკვე დაწყებულია. „ჩონჩხებს“, რომლებიც ქალაქშია, თვალი მივაჩვიეთ, თითქოს, ისინი ქალაქის შემადგენელი ნაწილნი გახდნენ, თუმცა, ეს დაუმთავრებელი მშენებლობები უდიდესი საფრთხის შემცვლელია, როგორც სანიტარიული, ასევე, უსაფრთხოების კუთხით და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამ ყველაფრის უკან კი დიდი სოციალური ტრაგედია დგას. არიან ოჯახები, რომელთაც სავარაუდოდ, ცხოვრებაში ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ბინის შეძენის, თანხა შეიტანეს და მოტყუებული დარჩნენ. 13 000 ოჯახია დაზარალებული, მათ შორის, დიდი ნაწილი ემიგრანტები არიან. ჩვენი მთავარი ამოცანა თავიდანვე იყო ის, რომ მიუხედავად ურთულესი პრობლემისა, არცერთი დაუსრულებელი მშენებლობა არ იყოს ქალაქში. ამისთვის შევქმენით სპეციალური კომისია და დავიწყეთ მუშაობა. აქ მინდა გამოვყო დედაქალაქის საკრებულოს როლი, რადგან ეს კომისია ერთობლივია. კომისიამ 33 დაუმთავრებელ სამშენებლო ობიექტზე უკვე გასცა რეკომენდაციები და ნებართვების აღების სტადიაშია. აქედან 18 მისამართზე სამშენებლო პროცესი და პროცედურები უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა 90-95%-ით მოგვარდება. „არსებული 179 ობიექტიდან ყველაზე დიდი იყო პირველი ხუთი პროექტი, ანუ 80%-ს შეადგენს „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გაჩერებული. დღეს, 8 362 მისამართზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო ან სარემონტო პროცესები. დარჩენილ 2 000-დან 3 000-მდე დაზარალებულის დასაკმაყოფილებლადაც შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ამ პრობლემას 90-95%-ით მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)