01:32 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 23:28:36, 630 ნახვა

კომენტარი
მარიამ ქვრივიშვილი - მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება

საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი მიმართულება -  აბუ - დაბი ემატება.

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi , 1-ლი ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი), კვირაში 3 სიხშირით პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი - თბილისი - აბუ-დაბი მიმართულებით შეასრულებს.

Air Arabia Abu Dhabi  ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წელს დაიწყო.

„მოხარულები ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიას ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები ემატება. მათ შორის, 1-ლი ივლისიდან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტრანსპორტის, ტურიზმის და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი შეძლებს მოგზაურობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოში ავიაციის სექტორის აღდგენის კუთხით მიმდინარეობს. კოვიდ-19 ფაქტორით გლობალურად ძალიან დაზარალდა ავიაციის სფერო, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რაც დღეს ჩვენს გუნდს აქვს ახალი ავიაკომპანიების მოზიდვისა და პირდაპირი რეისების მატების კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს საავიაციო ბაზრის მიმართ დაინტერესება მაღალია. Air Arabia Abu Dhabi რიგით მეექვსე ახალი ავიაკომპანიაა, რომელიც წლევანდელი ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან იწყებს საქართველოში ოპერირებას. ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყეს ყაზახურმა და უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა FlyArystan-მა და Bees Airline-მა, 4 ივლისიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი Eurowings-ი დაიწყებს დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას, ხოლო ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ჩარტერული რეისების შესრულებას გეგმავს. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ უკიდურესი სიფრთხილით ვეკიდებით საზღვრების გახსნით გამოწვეულ ვიზიტორების გაზრდილ დინამიკას, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებით გაგრძელება და ჯანდაცვის პროტოკოლების ზედმიწევნით დაცვა საქართველოში ეპიდვითარების სტაბილურობის და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს
ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics