|
2021-05-13 21:31:55, 1028 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარში მიმდინარე ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი ჩვენი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა
„საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა გადინება საშუალოდ 47%-ით შემცირდა“,- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გატარებული ძირეული რეფორმების შედეგად თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდა და უფრო ეფექტური გახდა. „თავდაცვის ძალებში პრემიერის ხელმძღვანელობით დაწყებული და მიმდინარე მასშტაბური რეფორმების, გაწეული ძალისხმევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგად, ჩვენი ჯარისკაცების დამოკიდებულება განსაკუთრებით პოზიტიურად შეიცვალა, რასაც ადასტურებს ჯარიდან გადინების მაჩვენებლები. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა გადინება შემცირდა საშუალოდ 47%-ით. 2021 წლის გადინების მაჩვენებელი შენარჩუნებულია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებაში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალებში ტრანსფორმაციის უპრეცედენტო პროცესი გუნდის, აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების დამსახურებაა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროსაც დაიწყო აღნიშნული პროცესის განსაკუთრებულად გააქტიურება, მადლობას ვუხდი მთლიანად პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, რომელთანაც ინტენსიური თანამშრომლობა და ჩართულობა ჩამოყალიბდა, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით ნატოს და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში; ჩემს გუნდს სამინისტროში და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, თითოეულ ჯარისკაცს, რომელთა თავდადება და პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)