|
2021-04-29 16:20:49, 815 ნახვა
რეგიონი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებში, აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება, განხორციელდება ურბანული განახლება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ პერსპექტივებს რეგიონში. „აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება ეს პროექტი, რაც ნიშნავს, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების, მიზიდულობის შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და უკვე დღეს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დღეს ცხადდება ტენდერი ოცნების ქალაქის შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე. აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა და პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ კომპლექში. ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. წელს 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. უკვე დამუშავებულია 700 ჰექტარზე მეტი და პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. პროგრამა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე, დღეს მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ სამთვრობო უწყებებს მოუწოდა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მოქალაქეების განაცხადებზე რეაგირება და დაჩქარდეს მიწების სარეგისტრაციო პროცესი - „მინდა დავავალო ყველა სამთავრობო უწყებას, მათ შორის მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს, რომ უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს მიწების რეგისტრაცია და მოსახლეობას, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა, არ შევუქმნათ ბარიერები“.
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)