10:00 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 22:04:39, 602 ნახვა

კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციები - სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს

არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და საერთო განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეების მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.

168-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას.

მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია და ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობისა და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან.

მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის – ანუ უკლებლივ ყველასთვის“, -  ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC);

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);

„დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD);

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR);

„საქართველოს ატლანტიკური საბჭო“;

„უფლებები საქართველო“;

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI);

„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF);

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“;

 კავშირი „საფარი“;

„შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო“;

„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG);

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics