|
2021-03-16 21:02:00, 512 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი : შეთანხმება არის საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს - ეს განავითარებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას
„შეთანხმება არის საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს - ეს განავითარებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ძალიან ღრმა უთანხმოებაა და ეს კომპრომისის მიღწევას ართულებს. „თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი პირველ მარტს იყო მომენტი, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩართულიყო, რათა ეცადა, დახმარებოდა საქართველოში სხვადასხვა მხარეს, ეპოვათ წინსვლის გზა. ამას მოჰყვა მისი სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის ვიზიტი, რომელსაც მე თან ვახლდი ბრიუსელში ჩემს გამომგზავრებამდე. როგორც იცით, სპეციალური წარმომადგენელი ჯერ კიდევ თბილისშია და ცდილობს, იმუშაოს მხარეებთან. თუმცა ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, იმ ფაქტის შედეგია, რომ ეს არის ძალიან ღრმა უთანხმოება. მე ამას ვგრძობ, რადგან დიდი ხანია, თითქმის ოთხი თვეა, ჩართული ვიყავი ფასილიტაციაში. ასე რომ, ეს პროცესი რთულია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ჩვენ ვხედავთ, მხარეები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს პროცესს. ასევე არის შეთანხმება იმ საკითხებზე, თუ რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს, რათა არა მხოლოდ გადაიჭრას კრიზისი, არამედ ასევე განვითარდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში, რასაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რთული საკითხებია. შეიძლება, აიწიოს დონემ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კომპრომისის მიღწევა მარტივად მოხდება. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ პროცესისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მხარეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ გამოსავლის პოვნაზე, მე ვიმედოვნებ, რომ მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის საერთო პოზიციების პოვნა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)