|
2021-03-16 16:57:54, 644 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი - არ არსებობს მტკიცებულება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა იწვევს თრომბოზს
ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი, პროფესორი პოლ კელი აცხადებს რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა იწვევს სისხლის შედედებას ანუ თრომბოზს. როგორც პოლ კელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეაჩერა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღება, ავტრალიაში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. სამშაბათს, პოლ კელი შეუერთდა თერაპიული საქონლის ადმინისტრაიისა და ავსტრალიის ტექნიკური საკონსტულტაციო ჯგუფს იმუნიზაციების საკითხებში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დასაცავად და აღნიშნა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტთან კავშირში მყოფმა ვაქცინებმა არ გამოიწვია თრომბოზი. „ნათლად მინდა განვმარტო, რომ აქ, ავსტრალიაში, ჩვენი პირველი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და ნებისმიერი დიდი ვაქცინის დროს ჩვენ ველოდებით უჩვეულო მოვლენებს და მათ ძალიან ფრთხილად ვაკვირდებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მომხდარი მოვლენა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, ვაქინასთან არის კავშირში. ჩვენ ამას ყოველთვის სერიოზულად ვუყურებთ, ვიკვლევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინაში დარწმუნებული ვარ, რომ ის უსაფრთხოა “, - განაცხადა პოლ კელიმ.
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)