00:37 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 14:28:36, 582 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - უნდა ავიცრათ და თითქმის გარანტიას გაძლევთ, ეკონომიკის შემცირების შემდეგ, მოხდება სწრაფი აღმავლობა

ის, რომ საქართველომ ვაქცინაცია აღიქვა, როგორც ზეიმი, ძალიან დიდ იმედებს იძლევა, რომ დავძლევთ პანდემიას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ არ დაუჯერონ ანტივაქსერულ კამპანიას, რადგან ვაქცინა უსაფრთხოა.

„ბედნიერ ადამიანებს ვხედავდი დღეს იქ, ეს იყო პატარა ზეიმი და ის, რომ საქართველომ ეს აღიქვა, როგორც ზეიმი, ძალიან დიდ იმედებს იძლევა, რომ ჩვენ დავძლებთ პანდემიას.

არ დაუჯეროთ ანტივაქსერებს, კატეგორიულად არ დაუჯეროთ, ვაქცინა უსაფრთხოა, ყველა უნდა ავიცრათ და თუ ჩვენ იმას, რაც დღეისთვის მიღწეული გვაქვს ამას ხელიდან არ გავუშვებთ, თითქმის გარანტიას გაძლევთ ,რომ ამ რეცესიის, ეკონომიკის შემცირების და გაჭირვების შემდეგ, მოხდება სწრაფი აღმავლობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics