06:07 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 12:40:02, 672 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - 11 წლის წინანდელი ჩანაწერების ფაბრიკაციით დადასტურდა, რომ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი

მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, შედგება უამრავი საუბრისგან და ის სრულად არის ფაბრიკაცია.

„ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ, მეორე ის, რომ თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან, ეს ჩვეულებრივი ფაბრიკაციაა, საუბარი იყო იმზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავნდნენ, მინდა განმარტება გავაკეთო, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ვმართავდით არა ერთ პროექტს, 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში და მაში მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და რა თქმა უნდა, აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. საუბარი იყო , თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში, ეს არგუმენტიც არის აბოლუტურად არალეგიტიმური“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics