07:05 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 12:18:14, 571 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ შემოტანის საკითხი განვიხილოთ

„კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ შემოტანის საკითხი განვიხილოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქინცების შემოტანის გარდა, „სინოფარმის“ „სინოვაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ  მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ გახსნების პირველი ეტაპი.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელთან გრძელდება მოლაპარაკებები, „კოვაქსის“ პლატფორმით, როგორც უკვე დაანონსებული იყო, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც ამავე პერიოდშია მოსალოდნელი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად  დავიწყებთ. ეს არის ის ინფორმაცია რასაც კოვაქსი გვიდასტურებს.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიასთან ბილატერალური შეთანხმებების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ „მოდერნა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება, განსაკუთრებით „სინოფარმი“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და მარტის ბოლომდე  მოსალოდნელია, რომ მიიღონ ავტორიზაცია. „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. რეალურად ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში კონკრეტული ციფრი გვექნება, რომელი მწარმოებლიდან რა რაოდენობის ვაქცინის მიღებაა შესაძლებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics