02:15 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 18:10:29, 692 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი ნაწილიც მარტის ბოლოს შემოვა ქვეყანაში.

„დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან, ეს იყო შეხვედრა, რომელზეც მოგვეცა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი.წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. ამასთანავე, გვაქვს სიახლეები, „ასტრაზენეკას“ ვაქინასთან დაკავშირებით, „იუნისეფმა“ მიიღო დასტური პირველი დოზების მოწოდებაზე და პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე. ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მოხდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics