07:46 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 20:12:01, 446 ნახვა

ბათუმში მუჰამმედ შუამავლის მოვლინების დღე აღნიშნეს

მუსლიმური სამყარო მუჰამმედ შუამავლის დაბადებიდან 1443-ე წლისთავს ზეიმობს.

მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მსოფლიოში მუსლიმური რელიგიის გავრცელება სწორედ მექაში დაბადებულ მუჰამედს უკავშირდება, რომელსაც მორწმუნეები ღმერთთან შუამავლად მიიჩნევენ.

მუჰამმედ შუამავალი დედამიწას 1443 წლის წინ, 571 წელს მოევლინა და ამ დღეს მუსლიმები ყოველწლიურად აღნიშნავენ. დღესასწაული მოძრავად ითვლება, რადგანაც მთვარის კალენდრით აღინიშნება.
საქართველოში დღეისათვის სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა 11 პროცენტს აღწევს. მათგან 200 დან 250 ათასამდე ( ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს) ადამიანი აჭარაში ცხოვრობს.
აჭარის რეგიონში დღეისათვის დაახლოებით 214 ჯამეა. რომელთაგან უძველესი აგებულია 1823 წელს. ბოლო 25 წლის განმავლობაში კი რეგიონში 14 ჯამე აშენდა. დანარჩენი ჯამეები მე-19 საუკუნეს ან მეოცე საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნებიან და უმეტესად ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს წარმოადგენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics