|
2015-01-30 16:06:07, 656 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის საკითხები იყო. როგორც აღინიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია და ცვლილებები შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს. ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. „შეხვედრისას დაისვა ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი. ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ჩართული. ვფიქრობთ, საარჩევნო კანონმდებლობა არის დასახვეწი. საარჩევნო კანონმდებლობა კი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ, ერთი მხრივ, პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პლურალიზმი და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცვლილებები განხორციელდეს საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ისე, რომ არჩევნებამდე საზოგადოებას, საარჩევნო სუბიექტებს და განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციას, ჰქონდეს მომზადების შესაძლებლობა და ცვლილებების იმპლემენტაცია სწორად განხორციელდეს“, - განაცხადა დავით პატარაიამ. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)