10:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 22:56:18, 414 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას

„ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მუდამ მზად იყო მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად.

„პირველ რიგში ჩვენ შევეხეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში.

უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ხმოვანდება მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანაც და რაც ემთხვევა საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალური პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას.

მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ვიყოთ, იქ, სადაც ვიყავით, ჩვენ იქიდან არსად წავსულვართ.

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი წილი, სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და აქ არ იყოს შეფერხება არც ვინმეს პროვოკაციული ქმედებების გამო.

ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური განვითარება ქვეყანამ განაგრძოს მიზნისკენ, რაც არის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი
პატელი - კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია - ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა
ჯაფარიძე - ეს ქვეყანა არ გარუსდება, უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics