|
2015-01-30 15:14:00, 942 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი-აბაშიძის დიალოგი შეჩერდა
კარასინი-აბაშიძის დიალოგი, რომელიც 2012 წლის შემდეგ პრაღაში იმართებოდა, დროებით შეჩერდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ამის მიზეზი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებია. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება. „ეს იყო რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია. აქ საუბარი იყო მინისტრის მხრიდან კარასინი-აბაშიძის დიალოგის შეჩერებაზე და არა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებაზე, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა. როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ბერუჩაშვილმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)