|
2021-02-24 16:11:53, 547 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი
რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „გვაქვს წინასწარი ინფორმაცია და რამდენიმე ქვეყნიდან ჩვენთან მოდიან ავიაკომპანიები, ვინც ისედაც იყო წარმოდგენილი საქართველოში, მაგრამ მზად არიან გააფართოონ ფრენის არეალი, მათ შორის თუნდაც ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ე.წ. ლოუ-ქოსთერები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ისაუბრო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები უარყოფითი PCR ტესტით და მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარების ვალდებულებით შემოდიოდნენ. „დღეს ჩავთვალეთ შესაძლებლად და ერთსულოვანი ვიყავით, რომ მკაცრი კონტროლით უკვე შესაძლებელია ქვეყნების ჩამონათვალი გავაფართოვოთ და დავუმატოთ სამეზობლო და რეგიონის ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი , რუსეთი და ბელარუსი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან შეძლებენ შემოსვლას. ამასთან, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე კვლავ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)