|
2015-10-04 16:40:53, 620 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციასთან მოშიმშილე "რუსთავი2"- ს მხარდამჭერები, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ
ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოშიმშილე "რუსთავი2"- ს მხარდამჭერები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც "ექპრესნიუსის" კორესპონდენტს მოშიმშილეებმა განუცხადეს, სანამ სამი დაკავებული ახალგაზრდა არ გათავისუფლდება, ისინი მშრალ შიმშილობას გააგრძელებენ. მათივე თქმით, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია და "რუსთავი2"-ის მხარდამჭერები შურის საძიებლად დააკავეს. მოშიმშილეებთან იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც მათი ჯანმრთელობის მდომარეობა შეამოწმა. ექიმების ინფორმაციით, ოთხივე მოშიმშილე ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციაა, რომ მათ მშრალი შიმშილობა შეწყვიტონ და წყლის მიღება მაინც დაიწყონ. როგორც "ექსპრესნიუსთან საუბარში პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნატალია ქუთათელაძემ განაცხადა, დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომლის გამოც 3 ახალგაზრდა დაკავებულია, არის პროვოკატორი. მისივე თქმით, დეპუტატი აგინებდა, როგორც ახალგაზრდებს, ასევე უშუალოდ მას. "დავით ლორთქიფანიძემ გამოიწვია კონფლიქტი. იგი აგინებდა აქციაზე შეკრებილ ყველა ადამიანს, მეც ვჩანვარ კადრებში, როგორ ვპასუხობ პროვოკატორ ლორთქიფანიძეს, მაგრამ რატომღაც მე დაკავებული არ ვარ. ცხადია, არის შურისძიება იმის გამო, რომ ჩვენ "რუსთავი2"-ს ვუჭერთ მხარს. ტელევიზიას, რომელიც ქვეყანაში ერთადერთია, საიდანაც სიმართლის გაგება შეიძლება. თუკი დაკავებული ახალგაზრდები, რომლებსაც 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ, არ გათავისუფლდებიან, ჩვენ კიდევ უფრო მეტ რადიკალურ ზომებს მივმართავთ"-აცხადებს ნატალია ქუთათელაძე. მოშიმშილეებთან პერიოდულად სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიდიან. ასევე, ადგილზე იმყოფებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები. როგორც ისინი ამბობენ, პროცესს აკვირდებიან, რათა გამოხატვის ამ უკიდურეს თავისუფლებას ხელი არ შეეშალოს. ცნობისთვის, რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ დაკავებულთა ადვოკატმა გაავრცელა. ელისო დათუსანის განცხადებით, დაკავებული 3 პირიდან ორის მიმართ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კიდევ ერთ დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად საგამოძიებო ორგანო ადამიანის ცემაშიც სდებს ბრალს.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)