04:38 - 10 May, 2026
|
2021-01-18 17:51:50, 618 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, სასამართლო სხდომაზე, ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს. მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკოსის 200-მდე მხარდამჭერია შეკრებილი და ოპოზიციონერის გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)