04:38 - 10 May, 2026
|
2021-01-15 09:46:33, 919 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკელი ხალხი უსაფრთხო ინაუგურაციას იმსახურებს
აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემასა და უსაფრთხო ინაუგურაციას უზრუნველყოფს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. გამოცემის ცნობით, როგორც პენსმა აღნიშნა ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს. „ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ 6 იანვრის დღე. როგორც პრეზიდენტმა გუშინ განმარტა, მზად ვართ ხელისუფლების მოწესრიგებული გადაცემის და უსაფრთხო ინაუგურაციის უზრუნველყოფისთვის. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა მაიკ პენსმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)