|
2015-10-01 17:30:37, 659 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ქარაზანაშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცეს. მათ მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ტრენინგში თავდაცვის სამინისტროსა და კიდევ ცხრა სამინისტროს შიდა აუდიტორებმა მიიღეს მონაწილეობა. სემინარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართველი შიდა აუდიტორებისთვის ტრენინგი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შერჩეულმა ინსტრუქტორმა, ჯონ ჩეშერმა ჩაატარა. კურსის ფარგლებში მონაწილეები შესყიდვების, ადამიანური რესურსების, ინფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ასევე თაღლითობის რისკის აუდიტის საკითხებს გაეცნენ. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამასა (PDP) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა. სასწავლო კურსი ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ რეფორმას - სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის განხორციელებას ითვალისწინებს; მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბებასა და მათი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში შიდა აუდიტის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლიდან დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შიდა აუდიტი შედარებით ახალი ფუნქციაა და მისი სრულყოფილად ამოქმედება უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც მას რესურსების ეფექტიან მართვაში დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)