|
2021-01-07 17:33:48, 569 ნახვა
სამართალი
ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს
ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. „წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ყოველგვარი განზრახვა გამორიცხულია. რაც შეეხება საქმის მასალებს გადმომეცა, გავეცნობით და ჩვენი პოზიცია შემდეგ გვექნება. დუმილიუფლებას იყენებს ამ ეტაპზე. ეს იყო წმინდა წყლის შემთხვევითობა“, - განაცხადა ადვიკატმა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. 21 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 19 წლის ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)