|
2015-10-01 13:49:05, 406 ნახვა
ევროკავშირი საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში უკეთესი ინტეგრაციისთვის ტექნიკური ბარიერების გადალახვაში დაეხმარება
სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი უზრუნველყოფს სსიპ-ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დახმარებას და მიზნად ისახავს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გამუმჯობესებას ევროკავშირის საუკეთესო პროექტის გათვალისწინებთ. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და განახლება ევროკავშირის საუკეთესო მოდელის გათვალისწინებით, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირების გზით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოში წარმოებული პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაზრდის მეშვეობით, შესაბამისად, გაიზრდება მისი საექსპორტო შესაძლებლობებიც. პროექტი დამხმარე ხასიათისაა და მიზნად ისახავს ხესაყრელი პირობების შექმნას საქართველოსა და ვეროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის უწყვეტი განვითარებისთვის. ევროკავშირი უზრუნველყოფს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საგენტოს დახმარებას ჯამში 200 000 ევროს ოდენობით. აღნიშნული თანხა დაეხმარება საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს არსებული რეგულაციებისა და ინსტიტუციური სისტემების ღრმა ანალიზის მეშვეობით, შეიმუშაონ ერთიანი მიდგომა ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების გასავითარებლად. ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების ექსპერტები გაერთიანებული სამეფოდან და ლიტვიდან განახორციელებენ აღნიშნულ ანალიზს და შეადგენენ ინსტიტუციური რეფორმის გეგმას სისტემის უწყვეტი განვითარებისთვის და ასევე ჩაატარებენ ტრენინგებს ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში გასატარებელ მნიშვნელოვან საკითხებზე. აგრეთვე იგეგმება ორი სასწავლო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოსა და ლიტვაში თანამედროვე ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის მუშაობის უკეთესად გასაცნობად. ევროკავშირის შიდა ბაზარი უშვებს საქონლის, მომსახურების, ადამიანებისა და კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევას. ევროკავშირის ბაზარზე ზედამხედველობის კანონმდებლობა შემუშავებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესის ხარისხი მაშინ, როდესაც მათ მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტები შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და უსაფრთხოა გამოსაყენებლად. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)