21:11 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-26 00:49:16, 550 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში შობის დილას აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში შობის დილას აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სი ენ ენი“ ავრცელებს.

აფეთების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ათობით შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარი წინასწარ განზრახულ ქმედებად შეაფასა.

ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში, ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე ავტომობილი აფეთქდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics