|
2020-12-14 19:38:21, 639 ნახვა
სამართალი
გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო
გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა მწარმოებელი კომპანია და პორექტის ავტორიც. „მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი, რომ სწორი, ობიექტური მიზეზები დადგინდეს, რატომ მოხდა გადაცდომები პროექტიდან, რატომ მოხდა მაგალითად ვამბობ, კრამიტის შეცვლა და ა.შ. ამას გამოძიება იტყვის. დაიკითხა თვითონ მწარმოებელი, პროექტის ავტორი, სააგენტოც იყო წარმოდგენილი იმ დაკითხვის პროცესში. კომპანიამ ნაწილობრივ არაკეთილსინდისიერად შეასრულა ის სამუშაოები, გამოცდილმა კომპანიამ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაში ძეგლების რეაბილიტაცია უნდა ახორციელოს. სააგენტომ მოიკოჭლა ინსპექტირების მკაცრ კონტროლში. მკაცრ კონტროლს ვგულისხმობ, რომ სათითაოდ, ყველა დეტალზე უნდა ყოფილიყო ძალიან მკაცრი ზედამხედველობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)