20:04 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 10:18:10, 630 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

შსს-ს აკადემიაში დოკუმენტების მეორადი ინსპექტირებისა და ექსპერტიზის თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

უწყების ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო გამტარი პუნქტების თანამშრომლები იღებდნენ.

სწავლება პროექტ- "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში" ფარგლებში,ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. ტრენინგს ორგანიზებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უწევდა.

სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ლექციები ნიდერლანდების სამეფოდან მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაუტარეს. ტრენინგის მიზანი იყო ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენა და მეორადი ინსპექტირების კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლის კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ რიჩმონდმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ სერტიფიკატები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics