|
2020-12-05 15:00:18, 766 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ შპს „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს - ი.წ-ს, გ.ჯ-ს და ვ.ნ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების განცხადებით, ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს" დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო. აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუშეთის რაიონში დააკავეს. გ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ი.წ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება) წარედგინა, ვ.ნ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), ხოლო გ.ჯ-ს 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)