|
2020-12-01 14:54:49, 699 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა
აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ,,პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კიდევ უფრო მეტი გაძლიერება როგორც მედპერსონალის, ასევე ყველა იმ პირის, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება და მისი აღჭურვა გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიძინეთ დამატებით დიალიზის აპარატები, ასევე შესაბამისი ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება. იმ ოპონენტებს, სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ყოველდღიურად , საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, და ძალიან ბანალურად კითხულობენ, თუ რისი გაკეთება შევძელით - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან კარგად ნახავენ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია, როცა არსებობს ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ამიტომ ჯანდაცვის და შესაბამის ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო და დავავალო, რომ წლის ბოლოსთვის უზრუნველყონ ყველა იმ დამსახურებული, მათ შორის რიგითი სანიტრების, მედპერსონალის, ექთნების წახალისება და მათი მატერიალური უზრუნველყოფა, რომლებმაც განსაკუთრებული შრომა გასწიეს და ეწევიან. დარწმუნებული ვარ ერთობლივი შრომით შევძლებთ მინიმალური დანაკარგებით და ეფექტური მართვით გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)