|
2015-09-25 12:27:38, 597 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ამ დროისთვის 57 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - 8 ათასამდე მევენახემ ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე ჩააბარა. სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 35 მლნ ლარს მიაღწია. „24 სექტემბერს კვლავ დაფიქსირდა ბოლო 25 წლის რეკორდული დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი - 7 100 ტ. 23 სექტემბერს ეს მაჩვენებელი იყო 6 722 ტონა. ამ დროისთვის, სულ გადამუშავებულია 57 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის, 24 ათას ტონამდე რქაწითელი, 25 ათას ტონამდე საფერავი, 1,7 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,7 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 20 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი - 11,2 ათასი ტ., თელავი - 10,5 ათასი ტ., სიღნაღი - 6,5 ათას ტ., ლაგოდეხი- 4,6 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტ., ახმეტა - 1,3 ათასი ტონა და საგარეჯო - 1,2 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 62 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 17 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)