07:45 - 09 May, 2026
|
2020-11-16 10:30:53, 829 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს - დაკავებულია 1 100-ზე მეტი დემონსტრანტი
ბელარუსში კვირას გამართული საპროტესტო აქციისას სამართალდამცველებმა 1 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში 1 127 დემონსტრანტის დაკავება მოხდა. პოლიციამ ათასობით მომიტინგის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც „ვიასნა“ იუწყება, ხელისუფლების ბრძანებით დაკავებულთა ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობისთვის, 9.5 მილიონიან ქვეყანაში მასობრივი აქციები 9 აგვისტოს შემდეგ, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრენ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არ წყდება. დემონსტრატები ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. ლუკაშენკოს პრეზიდენტად საზოგადოების გარკევული ნაწილი და არაერთი ქვეყანა არ ცნობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)