|
2015-01-05 15:09:02, 333 ნახვა
მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბორან Norman Atlantic-ზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ავრცელებს. მამა ილია კარტოზიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილი გაავრცელა. „მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ილია კარტოზიამ ყველას სამოქალაქო გმირობის მაგალითი უჩვენა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა ცეცხლმოკიდებულ ბორანზე მყოფი მოქალაქეები. ეს არის დიდი ტრაგედია, რომელიც ამავდროულად, სიამაყით გვავსებს. მსგავსი გმირობა სათანადო დაფასებას საჭიროებს. მისი ხსოვნა მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)