|
2020-11-14 11:21:06, 749 ნახვა
მსოფლიო
იტალია ხელახალი ლოქდაუნის წინაშე - ქვეყანა ე.წ. წითელ ზონას აფართოვებს
იტალია ე.წ. წითელ ზონას აფართოვებს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის მაღალი რისკის შემცველ რეგიონთა რიცხვს კამპანია და ტოსკანაც დაემატებიან. კამპანიის ხელისუფლება, რომელსაც ნეაპოლიც მიეკუთვნება, აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშეა. ქვეყანა ორ-სამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, დააწესოს თუ არა სრულმასშტაბიანი ლოქდაუნი. იტალიაში კორონავირუსის რისკის თვალსაზრისით რეგიონები სამ ზონად იყოფა. ყველაზე მაღალის რისკის შემცველი წითელი ზონაა, შემდეგ ნარინჯისფერი და ბოლოს ყვითელი. ამ ეტაპზე, წითელი ზონის რეგიონებს ლომბარდია, ბოლცანო, პიემონტი, ვალე-დ’აოსტას ჩრდილოეთი და კალაბრიის სამხრეთ ნაწილი განეკუთვნება. ამ ადგილებში, რომლებიც 60 მილიონიანი მოსახლეობიდან დაახლოებით 16,5 მილიონ ადამიანს აერთიანებს, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ სამუშაოს, ჯანმრთელობის მიზეზების, აუცილებელი სავაჭრო პროდუქციის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. ყველა მაღაზია, რომლის ფუნქციონირებაც საწიროებას არ წარმოადგენს, დაკეტილია. შეგახსენებთ, რომ იტალიაში პარასკევს კორონავირუსის დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 40 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 44 ათასს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)