|
2015-09-24 09:38:22, 537 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს თანამშრომლებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული რეკომენდაციები, N3 და N7 დაწესებულებებში პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით არსებული ვითარება. კახა კახიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები, თუ რისი გამოსწორება შეიძლება სისტემის მუშაობაში. ,,სახალხო დამცველს წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მიმაჩნია და სახალხო დამცველიც ამას ეთანხმება, რომ რეკომენდაციების ასეთი ფორმით განხილვის პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ომბუდსმენის რეკომენდაციების რომელიმე საინფორმაციო საშუალებით გაგება,“ _ განაცხადა კახიშვილმა. სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს. ,,შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დავაყენეთ, მათ შორის, N7, N3, N2 და სხვა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა. ასევე, ვიმსჯელეთ პენიტენციურ დაწსებულებებში სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დიალოგისა და კომუნიკაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არსებული საკითხების მოგვარება,“ _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ამის საპასუხოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ომბუდსმენის აპარატს უფრო კონკრეტული წინადადებების მიწოდება სთხოვა, რომელიც პატიმრების რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ომბუდსემენის აპარატსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შორის მორიგი შეხვედრა 29 სექტემბერს ჩაინიშნა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)