09:59 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 09:34:48, 576 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა 42 მოქალაქის განცხადება. განმცხადებლის უმრავლესობა სამასალე მერქანის მოთხოვნას ეხებოდა. რამდენიმე ბენეფიციარი მომვლელთა პროგრამაში ჩასმას და ქირის გადახდას ითხოვდა, რომელთა საკითხი დადებითად გადაწყდა.

მათივე ინფორმაციით, ხუთ მოქალაქეს, რომელიც მშენებლობის თანხას ითხოვდა განემარტა, რომ აღნიშნული განცხადება ამ ეტპაზე ვერ დაკმაყოფილდება, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ აქვს შესაბამისი პროგრამა, თუმცა მათ მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი წლიდან წარმოადგინონ ახალი განაცხადი და ჩაერთონ სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახთათვის საცხოვრებელის სახლების აშენების პროექტში.

სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია უძღვებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics