|
2020-11-04 18:46:56, 965 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ
„გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენი აღნიშნავს, რომ მინესოტაშიც და ჯორჯიაში წინ მიიწევენ და გაიმარჯვებენ. „გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ. ვიცოდით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნაადრევი და ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო, [ხმების დათვლას] მეტი დრო დასჭირდებოდა. უნდა მოვითმინოთ. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე ხმების დათვლის მძიმე შრომა დასრულდება. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე თითოეული ხმა, თითოეული ბიულეტენი არ დაითვლება. მაგრამ, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, კარგად ვგრძნობთ ჩვენი შედეგების გამო. ზოგიერთი ტელევიზია ამბობს, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ არიზონა, ჩვენ არიზონაში დარწმუნებულნი ვართ, ეს დიდი ცვლილებაა. ჩვენ გავიმარჯვეთ მინესოტაშიც და ჯორჯიაში წინ მივდივართ, და ამას არ ველოდით. კარგი განცდა გვაქვს უისკონსინის და მიჩიგანის შემთხვევაში. და სხვათაშორის, ხმების დათვლა ბევრ დროს წაიღებს, ჩვენ მოვიგებთ პენსილვანიას“, - განაცხადა ბაიდენმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)