01:32 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 13:55:29, 567 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა,  სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც  დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას  შეუწყობს ხელს.

 დღესვე, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური სათამაშო მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების  მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და  მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრში რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ  გამოფენა გაიმართა.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს.

პროექტი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობის ფარგლებში,  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics