|
2015-09-23 11:51:55, 531 ნახვა
საზოგადოება
თამარ სანიკიძე: კერძო სკოლიდან საჯაროში პირველკლასელების მობილობაზე შეზღუდვებია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შეფასებით, კერძო სკოლიდან საჯაროში პირველკლასელების მობილობაზე შეზღუდვებია. მინისტრის თქმით, ეს ეხება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სასწავლო დრომდე 6 წელი არ შეუსრულდათ და კერძო სკოლაშიც ამ მიზეზით შევიდნენ. „საქმე ეხება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც სწავლა დაიწყო სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღზე უფრო გვიან. ეს ეხება მხოლოდ პირველ კლასელებს. არის გარკვეული შეზღუდვა - თუ დაწესებულება გვიან იწყებს სწავლას, პირველ კლასელების მობილობა არ განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, როგორც ხდება მეორე კლასიდან. რადგან, როდესაც დაშორება არის საგნის, ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს პროგრამის თვალსაზრისით. სწავლას სჭირდება ხოლმე შეფასება. შეიძლება დაჭირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს პროგრამის თვალსაზრისით. ამიტომ დისკრეციის უფლება სამინისტროს გააჩნია და მობილობა ამ რეჟმში განხორციელდება. ასევე ჩენ გვინდა ხელი შევუშალოთ იმ მექანიკურ და ხელოვნური ნაკადების მოდინებას, იგივე კერძო და საჯარო სკოლებში. რაც ნიშნავს, რომ თუ კი მშობელმა გადაწყვიტა ბავშვი მიიყვანოს კერძო სკოლაში და მეორე და მესამე დღეს გადმოიყვანოს საჯარო სკოლაში და კერძო დაწესებულებაში შეიყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ მან სწავლა გვიან დაიწყო, ანუ ჩვენი სწავლის დაწყებამდე ბავშვს 6 წელი არ უსურულდებოდა, ეს აზიანებს კერძო სექტორს, სადაც დაგეგმილია რესურსი, პედაგოგი, მისი ანაზღაურება, საათობრივი ბადე, სახელმწიფოდანაც მიდის იქ ვაუჩერი. ამიტომ, ასეთი ხელოვნური ნაკადების გადმოდინება სასურველი არ იქნება, არც კერძო და არც საჯარო სექტორისთვის“, - აღნიშნა სანიკიძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)