17:13 - 30 Jul, 2026
|
2015-09-22 11:58:17, 566 ნახვა
საზოგადოება
გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსზე გადახურვის პრობლემა მოგვარდა
გორგასლის ქუჩის მეათე საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებს წლების მანძილზე დაზიანებული სახურავის პრობლემა აწუხებდათ. ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლებმა ფოთის მუნიციპალიტეტს თხოვნით მიმართეს დახმარებისათვის. ქალაქის ხელმძღვანელობის დავალებით, მუნიციპალიტეტის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული საცხოვრებლის სახურავის მდგომარეობა. გადახურვის დაზიანებული ადგილის სარეაბილიტაციოდ, გამოინახა შესაბამისი რესურსი. სახურავის დაზიანებულ ადგილზე ამორტიზებული, ძველი გადასახური მასალა ახალი, რელიეფური ფურცლით შეიცვალა და მობინადრეთა პრობლემაც მოგვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)