|
2015-09-21 15:23:28, 577 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გია სალუქვაძე ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონის სოფლებში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და მათთვის გადაცემული სახლები მოინახულეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში მოქმედი პროექტის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საშუალება ეძლევათ, 20000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ. უწყების ინფორმაციით, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო ეკომიგრანტების მიერ შერჩეულ სახლებს, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე შეისყიდის. სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიერ სახლების შერჩევა ხელს უწყობს განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს. სამინისტროს მიერ შესყიდული სახლები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. 2012 წლიდან დღემდე გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულია 11 სახლი, მიმდინარე წლის ბოლომდე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება კიდევ 7 ოჯახი. სულ საქართველოს მასშტაბით სამინისტრომ სახლი გადასცა 156 ეკომიგრანტ ოჯახს და წლის ბოლომდე უსაფრთხო გარემოში კიდევ 55 ოჯახი განსახლდება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)