16:40 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 10:08:40, 761 ნახვა

რეგიონი
კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციას   განაგრძობს. 

კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობების - წყალმიმღები კვანძის, ჰიდრანტების, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭების, დამცლელი კვანძის მოწყობას. ამ ეტაპზე  ეწყობა პოლიეთილენის სხვადასხვა დიამეტრის მილები  საერთო სიგრძით 10 850 მეტრი.

ჩატარებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტში დამატებით 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვას უზრუნველყოფს.

პროექტის ღირებულებაა   1 935 879  მლნ ლარი.

საქართველოს მელიორაციის გენერალური  დირექტორი   დავით წითლიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

დღეის მდგომარეობით საქართველოს მელიორაცია კახეთის რეგიონში ერთდროულად   15 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 1990 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics