|
2015-09-21 13:36:20, 1102 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ესტონეთის დელეგაცია დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი და საპატიო ყარაული აფორმებდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. „ესტონეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ინტენსიური და მჭიდრო კომუნიკაცია ემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის ზრდას, ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური ნიშნულის მიღწევას. ამავდროულად, ბუნებრივია, როდესაც მეგობარი ქვეყნის მთავარი სამხედრო გყავს ქვეყანაში სტუმრად, იქ სხვა პოლიტიკურ თემებზეც არის საუბარი. საქართველოს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან აქვს და გახშირებული ვიზიტები, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სწორედ, ამ მეგობრობასა და პარტნიორობას ადასტურებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ესტონეთის ჩართულობა დადებითად შეაფასა. გენერალური შტაბის უფროსმა ესტონურ მხარეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის შემდეგ ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისს”, დავით აღმაშენებლის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსსტც „დელტას“ ესტუმრება. ოფიციალური ვიზიტი 23 სექტემბერს დასრულდება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)