11:44 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 14:21:37, 1512 ნახვა

ომი უკრაინაში
რაც უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის მკურნალობის და პრევენციისთვის

ამ დროისათვის, არც კონკრეტული წამალი და არც ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, შექმნილი არ არის. პაციენტებს პირველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარით შეეძლებათ. მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში, შეუძლიათ, დარეკონ 112-ზე, საიდანაც გადაამისამართებენ ოჯახის ექიმთან და მიიღებენ სატელეფონო კონსულტაციას. 

„ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ მოქალაქეების ზარები და დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა. ეს გულისხმობს შემდეგს: თუ ადამიანს უფიქსირდება მსუბუქი სიმპტომი, ექიმი აძლევს რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე.

ეს არის ის ძირითადი სქემა, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. რა თქმა უნდა, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, პაციენტს შესაბამისი აპარატურის გამოყენებით გადაიყვანენ სტაციონარში“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრომ 24 მარტს დაამტკიცა. პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე, სხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.

პროტოკოლი განიხილავს ახალი COVID-19-ით დაავადებულთა კლინიკურ გამოვლინებებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, დაავადების თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებებს.
შემთხვევათა უმრავლესობა ინფიცირდება სიმპტომურ პაციენტებთან მჭიდრო
კონტაქტით. ინფექციის წყარო შესაძლოა ასევე იყოს ასიმპტომური ინფექციით
პაციენტიც. დახურულ სივრცეებში დიდი ხნით ყოფნისას ადამიანების ინფიცირება
შესაძლოა მოხდეს ასევე აეროზოლითაც.
SARS-CoV-2 მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების და მაღალი ტემპერატურის
მიმართ. გარემოში ძლებს რამდენიმე დღე (მაქსიმუმ 9 დღე). 560C-ზე ცოცხლობს 30
წუთი. ვირუსი ინაქტივირდება უნივერსალური სადეზინფექციო (ნატრიუმის
ჰიპოქლორიტი, 75%-იანი ეთანოლი, ქლოროფორმი, ქლორის შემცველი სხვა
ნივთიერებები და სხვ.) საშუალებების გამოყენებით. საყოფაცხოვრებო სარეცხი
დეტერგენტების გამოყენება ვირუსით დაბინძურებული ზედაპირების და საგნების
გასაწმენდად ეფექტიანია .
SARS-CoV-2 ორგანიზმში შეჭრისთვის იყენებს ტრანსმემბრანული ანგიოტენზინ II-ის
მაკონვერტირებელი ფერმენტის (ACE-2) რეცეპტორს. SARS-CoV-2 ინდუცირებული
სეფსისის დროს ვითარდება რენინ-ანგიოტენზინის სისტემის დისრეგულაცია. COVID19-ით ინდუცირებული სეფსისის დროს რენინ-ანგიოტენზინის სისტემის სტიმულაცია
შეიძლება იყოს გაძლიერებული ან დაქვეითებული. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი
ფერმენტის მარაგი და ანგიოტენზინ-რეცეპტორების ფუნქციური აქტივობა მთავარი
ფაქტორებია ჰემოდინამიკური სტაბილურობის მისაღწევად და შენარჩუნებისათვის.
COVID-19 კლინიკური სიმპტომები
 ცხელება > 90%
 ხველა  75%
 ქოშინი  62%
 მიალგია და სისუსტე 44%
 ლეიკოპენია
 სველი ხველა  28%
 თავის ტკივილი <10%
 თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
 კატარული მოვლენები
 ჰემოპტიზი  5%
 დიარეა  3%
 მრდს  15% {5,6}.
გრიპის, გაცივებითი დაავადებების 
COVID-19 შესაძლოა მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ. მძიმე
ინფექცია – მძიმე ატიპიური პნევმონია, მრდს, სეფსისი და სეპტიური შოკი [5,6,7}.
მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-
ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში - ძალიან მძიმედ
(კრიტიკულად). დაავადების დამძიმება აღინიშნება მსუბუქი/საშუალო სიმძიმის
ფორმის მქონე პაციენტთა 10-15%-ში, ხოლო მძიმე შემთხვევების დაახლოებით 15-20%-
ში ადგილი აქვს ძალიან მძიმე (კრიტიკული) ფორმის განვითარებას.
ინკუბაციური პერიოდის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 1-14 დღეს, უმეტესად -
4-7 დღეს {5,7}.
სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით
დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები).

მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას პაციენტებს არ უვითარდებათ პნევმონია.
აღენიშნებათ მხოლოდ დაბალი ცხელება და საშუალოდ გამოხატული სისუსტე.
მსუბუქად მიმდინარე დაავადების დროს სიმპტომების გაჩენიდან საშუალოდ 20 დღეში
პაციენტი გამოჯანმრთელდება.
მძიმე მიმდინარეობისას დაავადება პროგრესირებს სწრაფად. შესაძლოა განვითარდეს
მრდს, სეფსისი, სეპტიური შოკი, მეტაბოლური აციდოზი (რომელიც რთულად
კორეგირდება), მულტი-ორგანოთა უკმარისობა და სხვ. აღსანიშნავია, რომ მძიმე და
ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე პაციენტებს შესაძლოა
აღენიშნებოდეთ ზომიერი ან დაბალი ცხელება ან ძალზე უმნიშვნელოდ გამოხატული
ცხელებაც კი. მძიმედ მიმდინარე შემთხვევები გამოჯანმრთელდებიან სიმპტომების
გაჩენიდან 3-6 კვირის ფარგლებში. ლეტალური გამოსავლის შემთხვევაში სიკვდილი
დგება სიმპტომების დაწყებიდან 2-8 კვირაში [7].
მოზრდილებისგან განსხვავებით ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
ბავშვებსა და ახალშობილებში შესაძლოა განვითარდეს ატიპური სიმპტომები, მაგ:
გასტროინტესტინური სიმპტომები: ღებინება და დიარეა ან შესაძლოა აღენიშნებოდეთ
მხოლოდ უგუნებობა და სუნთქვის გაძნელება[7].
COVID-19 პაციენტთა უმრავლესობას კარგი პროგნოზი აქვს. ხანდაზმულ და
ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებს კი აქვთ არასახარბიელო
გამოსავლები.

 COVID-19-ის მკურნალობა და მოვლა
COVID-19-ით პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების
სიმძიმეზე.
ძალიან მძიმე (კრიტიკული) პაციენტები უნდა მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის
განყოფილებაში რაც შეიძლება მალე. მძიმე შემთხვევებში თერაპიული ღონისძიებები
გულისხმობს სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების შენარჩუნებას/აღდგენას.
აუცილებელია მმრი-ით პაციენტების მჭიდრო მონიტორინგი კლინიკური ნიშნების
გაუარესების თვალსაზრისით (სწრაფად პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობა და
სეფსისი. ასეთ შემთხვევაში დაუყოვლებლივ უნდა ჩატარდეს ინტენსიური თერაპიის
ღონისძიებები).
COVID-19-ით პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ დამხმარე, სიმპტომური თერაპია.
დროული, ეფექტიანი და უსაფრთხო დამხმარე თერაპიის ჩატარება მძიმედ მიმდინარე
COVID-19-ის პაციენტებში მკურნალობის ქვაკუთხედია.
COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით
ოფიციალურად დამტკიცებული არ არის [5]. თუმცა შესწავლის სტადიაშია
დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევარის და ექსპერტის აზრით,
ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების
მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.
მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე
დაყრდნობით COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება
ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი).

უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით)
მკურნალობას არ საჭიროებენ.

მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით
(პლაქვენილით) მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის COVID-19-ით
პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) ინიშნება შემდეგი სქემით:
 ჰიდროქსიქლოროქინი - 200 მგ. 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში მკურნალობის
პირველ დღეს, ხოლო 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში - მომდევნო დღეებში;
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-დან 10 დღემდე კლინიკური მიმდინარეობიდან
გამომდინარე.
ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ
ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის 
22
დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა
სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას.
ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულ
ქალებში და ამ მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის
შემთხვევაში. მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ
არის. თუმცა ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის აუცილებელია პაციენტის
იზოლაცია.
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმტომური მკურნალობა, მათ შორის ცხელებით
პაციენტებში - ანტიპირეტული საშუალებების მიცემა.
პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ დაავადების გართულების სიმპტომების
შესახებ. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა
მიმართონ კლინიკას. 
რეკომენდებულია შემდეგი ანტიბიოტიკები ან მათი კომბინაციები:

1. აზითრომიცინი.
2. ცეფტრიაქსონი + აზითრომიცინი.
3. ცეფეპიმი + მოქსიფლოქსაცინი.
4. პიპერაცილინ-ტაზობაქტამი + მოქსიფლოქსაცინი
5. იმიპენემ-ცილასტატინი/მეროპენემი + ვანკომიცინი/ლინეზოლიდი.
ემპირიული თერაპია ასევე გულისხმობს COVID-19-ის დიაგნოზის დაზუსტებამდე
გრიპის მკურნალობას ნეირამინიდაზას ინჰიბიტორებით, თუ აღინიშნება გრიპის
ვირუსის ლოკალური ცირკულაცია ან სხვა ფაქტორები, მათ შორის მოგზაურობა
გრიპის ეპიდემიის კერებში ან ცხოველების გრიპის ვირუსებთან ექსპოზიცია).
მიკრობიოლოგიური კვლევევის შედეგების და კლინიკური განსჯის საფუძველზე
უნდა მოხდეს ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის დეესკალაცია.

 პროტოკოლის ავტორები

თენგიზ ცერცვაძე - მედიცინის დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური
დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, პროფესორი;

მარინე ეზუგბაია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
სამედიცინო დარგში;

ლევან რატიანი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, პირველი საუნუვერსიტეტო
კლინიკის გენერალური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
პროფესორი;

აკაკი აბუთიძე - მედიცინის დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი, ივანე
ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა
და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი;

ალექსანდრე გოგინავა - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტი;
რევაზ მეჭურჭლიშვილი - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის უმცროსი ექიმი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics