|
2020-10-09 11:07:11, 749 ნახვა
რეგიონი
დაბა კაზრეთში ათწლეულების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება
დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს. სამი კორპუსის მიმდებარედ, 5750 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, დაბაში უკვე დაიგო 2400 კვადრატული მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი. 15 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთებას კი კომპანია „არემჯი” განახორციელებს. შიდა გზების მოწყობის სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად გაეცნო. აღნიშნული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ჯამში 1,044, 800 ლარს შეადგენს და „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული, თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 500 000 ლარამდეა გამოყოფილი. “დაბა კაზრეთში ათწლეულების განმავლობაშიო არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. სამი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი იგება და სანიაღვრეები ეწყობა. 2 400 კვადრატული მეტრის მოცულობის ასფალტის საფარი კი დაბაში უკვე დაიგო, ამ სამუშაოებისთვის ჯამში 1,044, 800 ლარია გამოყოფილი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯი“ დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთებას ახორციელებს, რისთვისაც მსურს მათ დიდი მადლობა გადავუხადო. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ დაბაში გზების პრობლემას ეტაპობრივად სრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა
პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)