12:18 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 23:14:24, 759 ნახვა

სამართალი
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვს თბილისის საქალაქო  სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სასამართლო სხდომა პროტესტი ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

შეკრებილები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები ივანიშვილი ტყვეები არიან.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ექსპერტებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.

პროკურატურის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო მიღებული.

გამოძიება 17 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო  და სასჯელის ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics