11:41 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 13:22:15, 531 ნახვა

კომენტარი
პრემიერი საქართველო-ბელარუსის მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარების გამო მოქალაქეების მსგავსად, გულგატეხილია

მესმის გულშემატკივრების გულისტკივილი, მეც მასე ვარ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველო-ბელარუსის მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარების ფაქტს.

პრემიერი საარჩევნო კამპანიებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც არ ატარებს ნიღაბს და არ იცავს სოციალურ დისტანციას.

„სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი და მართალი ხართ, რომ ხშირად პოლიტიკური პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ ელემენტარული წესები, პოლიტიკოსები სხვებისთვის მაგალითი უნდა იყვნენ, პირბადის ტარების და დისტნციის დაცვის ნაწილში, ზოგიერთი პირიქით აკეთებს ამას, გამაღიზიანებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეები ამას არჩევნების დღეს შეაფასებენ. მთავარია ამან ეპიდემმიოლოგიურად არ გაგვირთულოს სიტუაცია. გეთახმებით, რომ 200 ადამიანზე მეტი, ეს შეზღუდვა არსებობს, მათ შორის ღია სივრცეში, აუცილებლად დისტანცია და პირბადე უნდა იყოს დაცული, 16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა ღია იყოს თუნდაც, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა, მეც მასე ვარ, თქვენ ხო დარწუნებული ხართ, რომ ამ თამაშზე მეც ვიქნებოდი მათთან ერთად, მაგრამ სამწუხარო რეალობაა. ჩვენი ფეხბურთელების და მოთამაშეების მოტივაცია გამარჯვების, უფრო მეტი იქნება, როდესაც ამხელა ენერგიაა დაგროვილი, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამ ენერგიას იგრძნობს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics