|
2020-10-06 13:13:29, 441 ნახვა
კომენტარი
ირაკლი აბესაძე - სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომიის ტერიტორიის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ეხმაურება. აბესაძის თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვიოლმა თბილისის მერიას გადასცა იპოდრომის ის ტერიტორია, სადაც ნულოვანი ეკონომიკური მოგების ნახვა შეიძლებოდა, ხოლო ქართუ ჯგუფმა საკუთრებაში დაიტოვა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც მომავალში შესაძლოა აშენდეს სხვადასხვა კომერციული ტიპის ფართი. აბესაძე ასევე მიუთითითებს შესაძლო ფულის გათეთრებაზე და ამბობს, რომ ივანიშვილმა 60 მილიონი ლარი ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიტანა, რაც აჩენს კითხვის ნიშნებს. „ქართუ ჯგუფმა”, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზა საზოგადოებას, რომ თითქოს იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს და იქ გაჩნდა ცენტრალური პარკის აშენების ახალი პროექტი. სინამდვილეში იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის საკუთრებაში არის 2009 წლიდან და აქ პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიას აღებული აქვს 2007 წლიდან. სინამდვილეში, აგიხსნით რა დააბრუნა ივანიშვილმა სახელმწიფო საკუთრებაში და რამდენად დაბრუნდა იპოდრომი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მერიის საკუთრებაში. ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, გადასცა სახელმწიფოს, ხოლო 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილის ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება და ის მთლიანი იპოდრომის ორგანული ნაწილი იყო თავიდანვე, “ქართუ ჯგუფმა” დაიტოვა საკუთრებაში. სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო. მთავარი შეკითხვა კალაძესთან - აპირებს თუ არა ივანიშვილს მისცეს უფლება იმ 80 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სასტუმროების, რესტორნების განაშენიანება მოახდინოს? შეკითხვა „ქართუ ჯგუფს” - რატომ დაიტოვეს საკუთრებაში 8 ჰექტარი და რატომ სრულად არ აბრუნებენ იპოდრომის ტერიტორიას თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და თუ უნდათ, რომ საშვილიშვილო ქველმოქმედებად გაასაღონ? და მთავარი მოთხოვნა- თუ ვსაუბრობთ იპოდრომის დაბრუნებაზე, დააბრუნოს იპოდრომი სრულად და ნუ დაიტოვებს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ნუ მოხდება იქ ხეების გაჩეხვა და ივანიშვილის სასტუმროების თუ ბიზნეს ცენტრების მშენებლობა, როგორც ეს მოხდა ბოტანიკურ ბაღში და თაბორის მთაზე", - განაცხადა აბესაძემ.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)