12:18 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 12:43:46, 774 ნახვა

სამართალი
ჩოლოიანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძეს თავი კი არ მოეკლა, არამედ გადმოვარდნილიყო

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ლუკა სირაძეს თავი კი არ მოეკლა, არამედ გადმოვარდნილიყო.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაცვის მხარემ ჩაატარა.

„გარდაცვლილი ახალგაზრდას, როდესაც იგი გადმოვარდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ასევე ფაქტია, რომ გარკვეული სახის დისკრიმინაცია იყო დედის მხრიდან, რომ ერთი შვილით იყო ძალიან კმაყოფილი და მისი პატარა შვილი, ლუკა სირაძე იყო ადამიანი, რომელიც პრობლემებს უქმნიდა.

ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც არა გამოძიებამ, არამედ დაცვის მხარემ ჩაატარა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში უფრო არის თავისუფალი ვარდნა, ანუ გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოანია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის კანონპროექტს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics