|
2020-09-30 19:36:56, 735 ნახვა
სამართალი
„დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
„დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ გენერალურმა პროკურატურამ აცნობა. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, ვ.ბ.-ს და ზ.ფ.-ს, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ მ.ჩ.-სთან და მ.წ.-სთან. მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ზ.ფ.-მ და ვ.ბ-მ, ჯგუფურად, მ.წ.-ს და მ.ჩ.-ს დაზიანებები, მათ შორის მ.წ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენეს. მ.ჩ.-მ ჯგუფური ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა მ.წ. ზ.ფ.-ს კუთვნილი ავტომანქანით ვ.ბ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაიყვანეს, სადაც 3 იანვრის დილამდე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მ.წ. მიღებული დაზიანებების შედეგად 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ზ.ფ. 2020 წლის 5 იანვარს, ხოლო ვ.ბ. 8 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ' ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზ.ფ.-ს 10 წლით, ხოლო ვ.ბ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ , - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)