15:01 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 11:38:19, 689 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ნერგის სერტიფიცირების საკითხებზე, კახეთის რეგიონის მენერგე-ფერმერებს ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს. მენერგეებს სანერგეში დოკუმენტაციის საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად წარმოება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში  გააცნეს. ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავდა სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარიული ჟურნალები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, სანერგეებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვაში ეხმარება. პროგრამა, ფერმერების გადამზადებასთან ერთად, მათთვის ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება.

საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს და მას კანონი არეგულირებს,  რომელიც სარგავი მასალის დაცვის სფეროში ერთიან პრინციპებს განსაზღვრავს. სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელამ აშშ-სთან ნავთობის შეთანხმების პირობები გაასაჯაროვა: 25 წლიანი და დღეში 1,5 მილიონ ბარელზე მეტი წარმოება
დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს დატოვებს და მესამე ქვეყანაში წავა
პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე, ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics