13:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 12:38:54, 488 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე სამადაშვილის განცხადებაზე - შანტაჟის ენით საუბარი არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ენმ-ის ამომრჩევლისთვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

კაპანაძის თქმით, ამგვარი შანტაჟის ენით საუბარი, დაყვედრება და დამადლება, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, კაპანაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე და არა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებსა და წამოძახებებზე.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ყველა ასეთ გამოხტომაზე თუ კომენტარზე რეაგირება, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებები, როგორ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ მოხდეს ისე, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია გაიმარჯვონ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განსაკუთრებით შეთანხმებულმა კანდიდატებმა, ისე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა.

ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შატნაჟის ენით საუბარი, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადების კომენტირებისაგან, უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, რომ აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რა გეგმაც გვაქვს, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და მერე გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ სიდუხჭირიდან, იმაზე გვინდა ლაპარაკი და არა იმაზე, თუ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, რომელიღაც სხვა პოლიტიკოსს რა გააყვედრა, რა წამოაძახა ან რა დააყვედრა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართოს და ბოდიში მოუხადოს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics